საბერძნეთი ტყის ხანძრის ჩასაქრობად დახმარებას ევროკავშირის ქვეყნებს სთხოვს
12:25:37     16-08-2017
საბერძნეთში უკვე სამი დღეა, ტყის ხანძრებს ებრძვიან, მათ ევროკავშირის ქვეყნებს ხანძრის ჩაქრობაში დახმარებას სთხოვს. როგორც ქვეყნის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა სტავრულა მალირიმ განაცხადა, კვიპროსმა უკვე გაუგზავნა საბერძნეთს დასახმარებლად 60 მაშველი და ექვსი სახანძრო მანქანა. საფრანგეთი თავად ებრძვის ტყის ხანძარს ხმელთაშუაზღისპირეთში და კორსიკაზე, ამიტომ საბერძნეთს დახმარებაზე უარი უთხრა.
ხანძარი ერთდროულად ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მძვინვარებს. ათენის მახლობლად მდებარე ქალაქ კალამოსში დამწვარია 20-მდე საცხოვრებელი სახლი. საშიში ზონიდან ევაკუირებულია ასობით ადამიანი. ევაკუაცია განხორცილდა ბავშვთა საზაფხულო ბანაკებიდან. საბერძნეთის ხელისუფლება ცეცხლის განზრახ გაჩენას არ გამორიცხავს.
ხანძარს ებრძვიან პორტუგალიაშიც. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ოთხი ათასზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს.
ფინანსური კრიზისის გამო, საბერძნეთის სახანძრო სამსახური თვითმფრინავების ნაკლებობას განიცდის. 16 თვითმფრინავიდან მწყობრში მხოლოდ ოთხია.