![„თალიბანმა“ ტრამპს ღია წერილი გაუგზავნა „თალიბანმა“ ტრამპს ღია წერილი გაუგზავნა](http://presa.ge/img/multimedia/a69973.jpg)
„თალიბანმა“ ტრამპს ღია წერილი გაუგზავნა
15:35:31     15-08-2017
რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „თალიბანი“შეერთებული შტატების პრეზიდენტს ღია წერილს უგზავნის და მოუწოდებს, ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების სრულად გაიყვანოს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Khaama Press ავრცელებს.
წერილში „თალიბანი“ ავღანეთში დისლოცირებულ კოალიციურ ძალებს ოკუპანტებად მოიხსენიებს და ქვეყანაში არსებულ ძალადობას სწორედ ამ ძალებს აბრალებს.
ამასთან, წერილის ავტორები, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციას ავღანეთის განადგურებაში ადანაშაულებენ, რამაც, მათი თქმით, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და მმართველობის მხრივ ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მდგომაროებამდე მიიყვანა.
მანამდე გაზეთი USA Today კერძო სამხედრო კომპანია Blackwater-ის დამფუძნებელზე დაყრდნობით წერდა, რომ თეთრ სახლში სერიოზულად განიხილება გეგმა ავღანეთში აშშ-ის მიერ უსაფრთხოების ობიექტების ადგილობრივი ძალებისთვის გადაცემის შესახებ, რომელსაც პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკუთხებში ჰერბერტ მაკმასტერი და თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი ეწინააღმდეგებიან.