სიერა-ლეონეში ღვარცოფს 180-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

  17:36:23     14-08-2017

დასავლეთ აფრიკულ რესპუბლიკა სიერა-ლეონეში, რამდენიმე ოჯახი ღვარცოფში მოყვა.
დაღუპულების ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ვარაუდობენ, რომ სულ მცირე 180-მდე დაღუპულია. მეწყერი დღეს დილით ჩამოწვა, როდესაც ადამიანებს ეძინათ. მათ სახლებიდან გამოღწევა ვერ შეძლეს.

ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.