ბაღდათში 83 წლის ქმარმა ცოლი მოკლა

  17:12:47     14-08-2017

ბაღდათში 83 წლის ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. 

მეზობლების თქმით, ქმარმა ცოლი საკუთარ სახლში, სანადირო თოფით მოკლა. მკვლელობას კი წინ ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი უძღოდა. 

შსს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებულია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს - 1954 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.