ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკურ რაკეტებზე უკრაინული ძრავები აღმოაჩინეს
16:15:30     14-08-2017
ჩრდილოეთ კორეის მიერ გამოცდილ ბალისტიკურ რაკეტებზე, ამერიკულმა დაზვერვამ უკრაინულ ქარხანა "იუჟმაშზე" დამზადებული ძრავები აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
პუბლიკაციაში წერია, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ გამოყენებული კონტინენტთაშორისი რაკეტა სავარაუდოდ უკრაინული წარმოშობისაა. ძრავა საბჭოური ბალისტიკური რაკეტების სტრუქტურას ეფუძნება, რომელიც ქარხანა "იუზმაშსში" და დნეპროპეტროვსკის ბიურო "სამხრეთში" მზადდებოდა.
"როგორც ჩანს ეს ძრავები არალეგალურად გავიდა უკრაინიდან. ისმის კითხვა- რამდენი ერთეული მიიღო ფხენიანმა და ეხმარებიან თუ არა მათ უკრაინელები? ეს ძალიან შემაშფოთებელია", - განაცხადა რაკეტის ტექნიკის სპეციალისტმა მაიკლ ელემანმა.
გარდა ამისა, სპეცსამსახურები იტყობინებიან, რომ 2011 წელს, გაეროს გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ ჩრდილოეთ კორეას უკრაინიდან რაკეტის დამზადებაზე ინფორმაციის მოპარვის მცდელობა ჰქონდა.
თეთრი სახლი ამ თემაზე ოფიციალურ კომენატარს არ აკეთებს.