![მოსკოვში დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს მოსკოვში დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს](http://presa.ge/img/multimedia/a69913.jpg)
მოსკოვში დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს
15:26:28     14-08-2017
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვში ტერაქტი აღკვეთა.
დაკავებულები არიან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული დაჯგუფების წევრები, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ბაზრებსა და სავაჭრო ცენტრებში აფეთქებების მოწყობას, თვითმკვლელის ქამრებითა და მძლავრი ბომბებით გეგმავდნენ.
რუსეთის შსს-ში აცხადებენ, რომ დაკავებულთა შორისაა რუსეთის ერთი და სამი ცენტრალური-აზიის მოქალაქე.
რუსულმა სპეცსამსახურებმა სანქტ-პეტერბურგში ტერაქტების აღკვეთის შესახებ ივლისის ბოლოსაც განაცხადეს. რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილის ალექსანდრ ბუქსმანის განცხადებით, 2017 წელს რუსულმა სპეცსამსახურებმა 10-ზე მეტი ტერაქტი აღკვეთეს.