საუდის არაბეთის მეფის მოგზაურობა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია

  14:18:32     14-08-2017

Businessinsider-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი აზიაში მოგზაურობს. ის ჩინეთში საკუთარი თვითმფრინავითა და ოქროს ექსკავატორით ჩაფრინდა.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი მარტო არ მოგზაურობს, მას ინდონეზიაში ჩაფრენის შემდეგ, 620-კაციანი ანტურაჟი და 800-კაციანი დელეგაცია ახლდა თან.
მისი მოგზაურობა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში პირველად არ მოქცეულა, 2015 წელს, როდესაც იგი თავის ათას-კაციან ანტურაჟთან ერთად საფრანგეთის რივიერაზე ჩავიდა, სანაპიროზე, ქვიშაში ლიფტი დაამონტაჟებინა.

მეფე სალმანს ინდონეზიაში მოგზაურობისას 500 ლიმუზინი ელოდებოდა.
ტოკიოში ვიზიტისას კი მან ქალაქის საუკეთესო სასტუმროებში თავისთვის და თავისი ანტურაჟისთვის 1,200 ოთახი დაჯავშნა.
მას კერძო თვითმფრინავთან ერთად საკუთარი ოქროს ექსკავატორიც აქვს, თანაც ორი, რადგან ერთი საკმარისი არასდროს არაა.
მეფეს 100 პირადი მცველი დაყვება.
მეფე სალმანის ბარგი სულ რაღაც 459 ტონას იწონის.