“საპრეზიდენტო როლი”, ვუდი ალენის ფილმისათვის

  11:07:21     07-05-2011

ამერიკელმა რეჟისორმა ვუდი ალენმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ თავის ერთერთ ფილმში, როლზე საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მოიწვიოს.

ფრანგულ ყოველკვირეულ გამოცემა “ჟუღნალ დუ დიმანშთან” ინტერვიუში ალენმა განაცხადა, რომ თუ მას ოდესმე მსგავსი იდეა მოუვა, საფრანგეთის პრეზიდენტს როლს იოლად შეურჩევს. “ვფიქრობ ის კარგად ითამაშებს,” – განაცხადა რეჟისორმა. ალენის თქმით, სარკოზის “მაგარი ბიჭის” როლი მოუხდება.

 

ნიკოლა სარკოზის ფილმში გადაღების შესახებ მოსაზრება ჟურნალისტებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ალენმა, მცირე ხნის წინ, თავის ახალ კინოსურათში მისი მეუღლე კარლა ბრუნი გადაიღო. როგორც ცნობილია, კარლა “შუაღამე პარიზში” ეპიზოდურ როლს ასრულებს.

 

ინტერვიუში რეჟისორმა უარყო ხმები იმის შესახებ, რომ ბრუნი მასთან უფრო სერიოზული როლის თამაშსაც გეგმავს. კარლა მსახიობობას არ აპირებს - განაცხადა ალენმა. როგორც ცნობილია, “შუაღამე პარიზში” კანის 64-ე კინოფესტივალს, 11 მაისს გახსნის.