„მთავრობა ხართ თუ მწამებლები?“ - ახალციხეში ხანძარია
14:07:31     14-08-2017
ახალციხეში, სოფელ სხვილისთან ხანძარია, - ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები სოციალური ქსელით ვრცელდება. მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. ცეცხლი ხმელ ბალახსა და ბუჩქებს მოედო.
„ეს მეხანძრეები ძალ-ღონეს არ იშურებენ, წერაქვებით ადიან, "სტანციას" აკეთებენ და ჯალანბარით სხვებსაც უკეთებენ დაცვას. ძალიან მაგარია და ნამდვილი ვაჟკაცები არიან,მაგრამ რის ფასად?მე ის მაინტერესებს რა შავ ქვად უნდა საქართველოს მთავრობას ის სუპერ პუმები?! მთავრობა ხართ თუ მწამებლები?? აი აქ რომ დაგორდეს რომელიმე ვინ ხართ პასუხისმგებელი?!“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელიც ფოტოებს ავრცელებს.

ცეცხლი, დაახლოებით, 2 ჰექტარ ფართობზე იყო გავრცელებული, თუმცა ამ დროისთვის ის ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა არსებობს ვერსია, რომ ის მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია.