„აშშ-ს ბევრი ვარიანტი აქვს ვენესუელზე ზემოქმედებისთვის“

  11:27:32     14-08-2017

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა კოლუმბიის პრეზიდენტ ხუან მანუელ სანტოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, აშშ ვენესუელაზე ზემოქმედებას სხვადასხვა მეთოდებით მოახდენს, ამისთვის განიხილება რამდენიმე ვარიანტი, თუმცა როგორც პენსი იმედოვნებს, სიტუაცია მშვიდობიანი გზით მოგვარდება.

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ტრამპის გადაწყვეტილებაც გააჟღერა, რომლის მიხედვითაც, ლათინურ ამერიკაში აშშ-ს მოკავშირეებთან ერთად ის საკითხს მშვიდობიანად გადაჭრის.


პენსის განცხადებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ აშშ-ს ბევრი ვარიანტი აქვს ვენესუელასთან დაკავშირებით.

„მე და პრეზიდენტმა სანტოსმა დამატებითი ზომები განვიხილეთ, რომელიც შეიძლება მივიღოთ ვენესუელის რეჟიმზე ეკონომიკური გავლენის განსახორციელებლად“- განაცხადა მან.
კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა კი აღნიშნა, რომ ვენესუელაში სამხედრო ჩარევა მიუღებელი იქნება ლათინო ამერიკის ყველა ქვეყნისთვის.