![საფრანგეთში საქართველოს ელჩი გაძარცვეს საფრანგეთში საქართველოს ელჩი გაძარცვეს](http://presa.ge/img/multimedia/a69893.jpg)
საფრანგეთში საქართველოს ელჩი გაძარცვეს
11:01:30     14-08-2017
საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე გაძარცვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგულკის მედია საშუალებები ავრცელებენ, აღნიშნულს ადასტურებს თავად ეკატერინე სირაძე.
როგორც ირკვევა, ეკატერინე სირაძე შუადღისას სენ-დენისში საკუთარ მანქანაში იჯდა, როდესაც ორმა პირმა მისი ფანჯრის მინა ჩაამსხვრია და დიპლომატის ჩანთა გაიტაცა.
ინციდენტის შედეგად, საქართველოს ელჩი არ დაშავებულა და მან პარიზის პოლიციაში მომხდარის შესახებ განაცხადა.გავრცელებული ინფორმაციით, ჩანთა მოგვიანებით პარიზის გარეუბანში იპოვეს.