![ირაკლი კობახიძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მხარდაჭერის დემონსტრირებაა ირაკლი კობახიძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მხარდაჭერის დემონსტრირებაა](http://presa.ge/img/multimedia/a69832.jpg)
ირაკლი კობახიძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მხარდაჭერის დემონსტრირებაა
14:36:53     10-08-2017
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირებაა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, სადაც რუსეთს მოუწოდებენ, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება გააუქმოს.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორების და მეგობრების ძალიან მყარი მხარდაჭერა და ეს განცხადება, ბუნებრივია, არის აშშ-ის მხარდაჭერის დემონსტრირება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ.
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ახალგორში მიმდინარე რუსიფიკაციის პროცესი, რომელიც, მათ შორის, ქართული ენის აკრძალვა ითვალისწინებს, ძალიან სამწუხარო და მძიმე მოვლენაა და რუსული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.
"ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკა განსაზღვრული. ჩვენი პრიორიტეტია ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების დაცვა, მათ შორის, იმ ადამიანების, რომლებიც ცხოვრობენ ყოფილი ”სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე და ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ