სამებაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

  11:43:00     07-08-2017

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სოფელ სამებაში ახალგაზრდა მამაკაცი 5 აგვისტოს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.