Despacito-მ YouTube-ის რეკორდი მოხსნა

  21:09:12     05-08-2017

პუერტორიკოელი მუსიკოსის ლუის ფონსის სიმღერა Despacito-ს კლიპმა, YouTube-ის რეკორდი მოხსნა. 12 იანვარს ატვირთულ ვიდეოკლიპს 3 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს. 

Despacito-მ გაასწრო კლიპს სიმღერაზე - See You Again, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, გაასწრო YouTube-ის 4 წლიან ლიდერს Gangnam Style-ს. ამჟამად See You Again-ს, 2,99 მილიარდი, ხოლო Gangnam Style-ს - 2,92 მილიარდი ნახვა აქვს.