სურამში ავტოავარიას დედა-შვილი ემსხვერპლა

  19:59:42     05-08-2017

სურამში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დედა-შვილი დაიღუპა. 

ავტომანქანა ტროტუარზე მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.