8 აგვისტოს მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ საოკუპაციო ხაზთან ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას გეგმავს
14:05:47     04-08-2017
8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 9 წლის თავზე, მოძრაობა „ძალა ერთობაშია“, საოკუპაციო ხაზთან ახლოს ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას გეგმავს. ისინი ავტობანზე, ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთის მიმდებარე ტორიტორიაზე მშვიდობიან აქციას გამართავენ, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
ორგანიზატორების თქმით, ეს იქნება ერთგვარი გზავნილი, რომ საქართველო არ შეეგუება თავისი ტერიტორიების ანექსიას. ისინი ასევე პატივს მიაგებენ ომში დაღუპულთა ხსოვნას.
„ცოცხალი ჯაჭვის ორგანიზატორები, მოვუწოდებთ და ვთხოვთ აბსოლუტურად ყველას, შემოგვიერთდნენ. რუსეთის ნებისმიერი ქმედება არის აგრესია, ეს არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის გაგრძელება და ჩვენ მშვიდად ამას არ უნდა ვუყუროთ“, - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა დავით ქაცარავამ.