ალ პაჩინო კანის კინოფესტივალზე

  11:19:24     06-05-2011

ვენეციის 68-ე კინოფესტივალზე ალ პაჩინოს, კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის, საპატიო პრემია გადაეცემა. ამის შესახებ “ბიბისი ნიუსი” იუწყება. პაჩინო ჯილდოს 2011 წლის 4 სექტემბერს მიიღებს, მისი რეჟისორობით გადაღებული ფილმის “Wilde Salome” – ის პრემიერის შემდეგ.  

კინოსურათი ოსკარ უაილის “სალომეას” ორიგინალურ ხედვას წარმოადგენს. ფილმი პაჩინოსთვის მესამეა, რეჟისორის ამპლუაში. პირველი სურათი მსახიობმა 1996 წელს, ხოლო მეორე – 2000 წელს გადაიღო.

 

საპატიო ჯილდო კანის კინოფესტივალზე 2007 წლიდან გადაეცემათ. მისი ლაურეატები უკვე გახდნენ ტაკეში კიტანო, სილვესტერ სტალონე და მანი რატმანი.