ნოელ გალაჰერის სოლო ალბომი

  11:17:54     06-05-2011

Oasis – ის ყოფილმა წევრმა ნოელ გალაჰერმა თავის ბლოგზე, ტვიტერზე, 2011 წლის 12 სექტემბრისთვის საკუთარი სოლო ალბომის გამოსვლა დააანონსა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გალაჰერი სოლო ალბომს ამზადებდა, ინტერნეტში 2010 წლის დასასრულს გამოჩნდა. ამას გარდა, 2011 წლის აპრილში ქსელში ნოელის ფირფიტის სავარაუდო ტრეკ-ლისტი გამოქვეყნდა.

გალაჰერის და მისი ჯგუფის თაყვანისმცმელებმა უკვე მოისმინეს ზოგიერთი სიმღერის დემო-ვერსია. საქმე ეხება კომპოზიციებს "Stop the Clocks" და "I Wanna Live In A Dream In My Record Machine". ნოელ გალაჰერმა ასევე აღნიშნა, რომ ალბომის პირველი სინგლი 2011 წლის 22 აგვისტოს გამოვა. მუსიკოსი არ აკონკრეტებს, რომელ სიმღერაზეა საუბარი.