აქციზური მარკის გარეშე ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციისთვის 2 პირი დააკავეს

  14:23:39     03-08-2017

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. 

გამოძიების ინფორმაციით ისინი გორში ახდენდნენ ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციას.

დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.