![აშშ „მწვანე ბარათის“ მიღების პროცედურის გართულებას გეგმავს აშშ „მწვანე ბარათის“ მიღების პროცედურის გართულებას გეგმავს](http://presa.ge/img/multimedia/a69615.jpg)
აშშ „მწვანე ბარათის“ მიღების პროცედურის გართულებას გეგმავს
13:33:52     03-08-2017
The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარადგინა კანონპროექტი სახელწოდებით - „აღმასვლა“, რომელიც მწვანე ბარათის, ე.წ. „გრინ ქარდის“ გათამაშების სისტემის შეცვლას ითვალისწინებს.
ახალი რეგულაციის თანახმად, აშშ-ში ცხოვრების უფლების მიღების უფრო მეტი შანსი ექნებათ იმ მიგრანტებს, რომლებმაც ინგლისური ენა იციან, შეუძლიათ საკუთარი თავისა და ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფა, ფლობენ ისეთ პროფესიულ უნარებს, რომლებიც აშშ-ის ეკონომიკას გამოადგება.
კანონპროექტის შემუშავებაში ჯორჯიისა და არკანზასის შტატების სენატორები დევიდ პერდიუ და ტომ კოტონი მონაწილეობდნენ.
მწვანე ბარათის ლატარეა აშშ-ში 1990 წლიდან მოქმედებს. ყოველწლიურად ლატარეაში ვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებიც აშშ-ში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას იღებენ.