წყალქვეშა ნავი და ისრაელ-გერმანიის შეთანხმება

  11:13:09     06-05-2011

ისრაელის და გერმანიის თავდაცვის უწყებები ებრაული “დელფინის” კლასის წყალქვეშა ნავის გადაცემაზე შეთანხმდნენ. ებრაული მედიის ინფორმაციით, შეთანხმების ზუსტი თანხა ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ნავი რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი ღირს. როგორც ირკვევა, ნავის საფასურის გადახდა რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდება.

“დელფინის” კლასის წყალქვეშა ნავები 1,9 ათასი ტონა წყალწყვისაა, სიგრძე 57 მეტრია, ხოლო სიგანე – 6,8 მეტრი. ნავს წყლის სიღრმეში 200 მეტრზე ჩაშვება შეუძლია, ხოლო გადაადგილება - 8 ათასი მილის მანძილზე.