ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში მამაკაცი დაჭრეს

  10:13:18     02-08-2017

ბათუმში, გვიან ღამით, კლუბ „სექტორ 26-ში“ მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა. 

შემთხვევის ადგილიდან დაჭრილი სასწრაფო-დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

როგორც ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში განმარტავენ, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია. იგი საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.