მოსკოვის სასამართლო დარბაზში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა

  17:21:37     01-08-2017

BBC-ის ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლო დარბაზში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი მათგანი დაშავდა. 

ჯერჯერობით, გაურკვეველია, თუ როგორ დაიწყო სროლა. თუმცა ცნობილია, რომ სასამართლო დარბაზში სროლა კრიმინალური დაჯგუფების სასამართლო პროცესზე დაიწყო. 

შემთხვევის შემდეგ მოსკოვის რაიონული სასამართლოს შენობა ევაკუირებულია.