ნამცხვარი „კაკალი”
11:06:18     06-05-2011
მასალა:
კვერცხი - 3 ცალი
კარაქი - 100 გრამი
შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა
ნიგოზი - 1,5 ჩაის ჭიქა
ფქვილი - 1,5 ჩაის ჭიქა
ავთქვიფოთ კვერცხი შაქრის ფხვნილთან ერთად, დავუმატოთ გამდნარი და შერბილებული კარაქი; შემდეგ ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი და ფქვილი; ცომისაგან მოვამზადოთ ბურთულები. დავაწყოთ კარაქწასმულ ტაფაზე, ხელით ოდნავ გავაბრტყელოთ და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად, სანამ არ შეყვითლდება.