რუსთავში მამაკაცმა ძაღლი ცემით მოკლა

  10:29:03     01-08-2017

რუსთავში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.  „ინფორუსთავის“ ცნობით, გვიან ღამით, მეგობრობის გამზირზე, კაცმა ძაღლი მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ძაღლი სასტიკად ცემა, რის შედეგადაც, ცხოველი მოკვდა.

თვითმხილველებმა 112-ში დარეკეს . ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით მხილებულია ერთი პირი, რომელიც სამართალდამცავებმა წუხელვე გამოკითხეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.