წლების განმავლობაში მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო 1 პირი დააკავეს

  14:13:34     31-07-2017

შსს-ის ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ბრალდებით გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოში ერთი პირი დააკავეს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საკუთარ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული საკუთარ მეუღლეს წლების განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის საკუთარი სახლიდან გაქცევას და მიმალვას ცდილობდა.