ფრანგი მსახიობი ჟანა მორო 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

  14:10:04     31-07-2017

ფრანგი მსახიობი, მომღერალი, სცენარისტი და რეჟისორი ჟანა მორო 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფრანგი ვარსკვლავი განსაკუთრებით ცნობილი, ფრანსუა ტრუფოს 1962 წელს გამოშვებული ფილმში, "ჟულეს ეტ ჟიმ"-ში თამაშით გახდა. ის 1928 წლის 23 იანვარს დაიბადა. 1947 წლიდან დაიწყო კარიერა „კომედი ფრანსეზში“, ხოლო 1949 წლიდან კინოკარიერა.


მსახიობმა შემდეგ ფილმებში ითამაშა: „რომეო და ჯულიეტა“, „სახიფათო კავშირები“, „ევა“, „ჟიული და ჯიმი“, „ღამე“, „პატარძალი იყო შავებში“.

ჟანა მორო კანის კინოფესტივალის ლაურეატი, ასევე ვენეციის კინოფესტივალის "ოქროს ლომის" მფლობელი იყო.

მოროს არაერთი ჯილდო მოუპოვებია, მათ შორის საუკეთესო მსახიობი ქალის წოდება 1960 წლის კანის ფილმის ფესტივალზე, ფილმისთვის "შვიდი დღე... შვიდი ღამე".