ვენესუელაში დამფუძნებელი კრების არჩევნებზე 11 ადამიანი მოკლეს

  12:08:07     31-07-2017

ვენესუელაში, საკონსტიტუციო საბჭოს არჩევნების პარალელურად მიმდინარე დაპირისპირებას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

არჩევნების დღეს დაფუძნებელი კრების წევრობის კანდიდატი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს, ასევე ადვოკატი ხოსე ფელიქს პინედა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა, გამთენიისას საკუთარ სახლში მოკლეს. დაღუპულებს შორის არის სამი არასრულწლოვანი.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 6 ადამიანი ყუმბარის აფეთქების შედეგად შტატ გუარიკოში დაშავდა, რომელიც მოტოციკლით მოძრავმა პირებმა, სკოლის შენობაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე შეაგდეს.

არჩევნებზე საერთო მოსახლეობის მხოლოდ 41,5% მივიდა. ახლადარჩეულმა საკონსტიტუციო საბჭომ კონსტიტუციის რეფორმა უნდა განახორციელოს. თუმცა არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობს ოპოზიცია და მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი რეფერენდუმზე უნდა გადაჭრილიყო. ამ ქმედებით კი, ქვეყნის პრეზიდენტი ძალაუფლების უზურპაციას ცდილობს. ხელისუფლების წარმომადგენლები არჩევნებზე რეკორდული აქტივობის შესახებ საუბრობენ, ოპოზიციური ძალების განცხადებით კი, საარჩევნო უბნებზე მოქალაქეთა 90 პროცენტი არ გამოცხადებულა, რის გამოც საარჩევნო კომისიამ უბნების დახურვა ერთი საათით გადაავადა.


აღსანიშნავია, რომმ ვენესუელაში, აპრილის დასაწყისიდან მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ოპოზიციურ ნაციონალურ ასამბლეას უფლებები შეუზღუდა.