BBC-ი: „აშშ-მა და საქართველომ ერთობლივი წვრთნები გამართეს, მაშინ როდესაც რუსეთმა ფლოტის სიძლიერის დემონსტრაცია მოახდინა“

  10:49:50     31-07-2017

მსოფლიოში უმსხვილესი სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ი აშშ-სა და საქართველოს ერთობლივ წვრთნებზე ინფორმაციას ავრცელებს სათაურით: „აშშ-მა და საქართველომ ერთობლივი წვრთნები გამართეს, მაშინ როდესაც რუსეთმა ფლოტის სიძლიერის დემონსტრაცია მოახდინა“.



სტატიაში წერია, რომ ამ ორ ქვეყანას, მსგავსი მასშტაბის სამხედრო წვრთნები ჯერ არასდროს გაუმართავთ. აშშ-სა და საქართველოს მსგავსი მასშტაბის სამხედრო წვრთნები ჯერ არასდროს გაუმართავთ.სამხედრო სწავლებებში, 1600 ამერიკელი და 800 ქართველი ჯარისკაცი მონაწილეობს. წვრთნა 12 აგვისტომდე გასტანს, მასში პირველად მიიღებს მოპნაწილეობას, ამერიკული მძიმე ტექნიკა.

აღსანიშნავია, რომ სამხედრო სწავლებები, საქართველოში ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე დაიწყო.სტატიაში ხასგასმულია, რომ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა საკამოდ დაძაბულია, რაც კიდევ უფრო გაამძაფრა 2008 წლის აგვისტოს ომმა.

„ეს ომი დასრულდა რუსეთის მიერ ორი თვითაღიარებული რესპუბლიკის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციით, საქართველო არ არის ნატო-ს წევრი, თუმცა ის ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორი და სწრაფი რეაგირების ძალების წევრია“-წერს BBC-ი.