ვაჩნაძიანში მგლებმა მამაკაცი დაგლიჯეს

  23:36:18     30-07-2017

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში თანასოფლელებმა მგლებისგან დაგლეჯილი 70 წლის მამაკაცი იპოვეს. ცხედარი ვენახში მდგარ საყარაულო ჯიხურში აღმოაჩინეს. 

მამაკაცის ცხედარი გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს. 

თვითმხილველების თქმით, მგლებმა ჯერ დარაჯის ძაღლები დაგლიჯეს, შემდეგ კი ფანჯრიდან საყარაულო ჯიხურში შეღწევა მოახერხეს და მამაკაცი დაგლიჯეს. 

სოფელ ვაჩნაძიანის მოსახლეობა მგლების შემოსევას რამდენიმე კვირის წინაც უჩიოდა. 
შსს-ს ცნობით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.