სტამბოლში ძლიერი შტორმისგან 10 ადამიანი დაშავდა

  15:40:00     28-07-2017

სტამბოლში ძლიერი შტორმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.მათგან 2 მძიმე მდგომარეობაშია. წვიმამ და ქარმა ნგრევაც გამოიწვია.

შეფერხებულია აეროპორტების მუშაობა, 15-მა თვითმფრინავმა აეროპორტში დაშვება ვერ შეძლო. შეზღუდულია საავტომობილო მიმოსვლა, დატბორილია მეტროსადგურები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებიც. პორტში ამწე წაიქცა და ნავთობის ავზს დაეცა, რამაც აფეთქება გამოიწვია.

ძლიერმა ქარმა 200-ზე მეტი ხე წააქცია, დაზიანებულია ათობით სახლის სახურავი.