Amazon-ის მფლობელმა პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ტიტული 24 საათში დაკარგა

  14:20:45     28-07-2017

გუშინ ცნობილი გახდა, რომ Amazon-ის აქციების ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმზე იყო, რის გამოც ჯეფ ბეზოსი პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გახდა და უკან ჩამოიტოვა Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი, რომლის ქონების ღირებულებაც $90.7 მილიარდი დოლარია, თუმცა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, მან 24 საათში ეს ტიტული დაკარგა. ბეზოსს Amazon-ის აქციების 17% ეკუთვნის.

ბილ გეითსს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული 2013 წლის მაისიდან აქვს.

Amazon-ის აქციების ზრდა წელიწადში $99 დოლარიანი ონლაინ სტრიმინგის კომპანია Amazon Prime-ის მომხმარებელთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას უკავშირდება. Bloomberg-ის ცნობით, Amazon წლის მეორე კვარტალში დაახლეობით $37 მილიარდიან შემოსავალს აჩვენებს, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით მეტია.

 ბეზოსი მილიარდერი 1998 წელს გახდა, მან  Amazon 1994 წელს დააფუძნა.