ვაზისუბანში შუახნის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

  00:45:43     28-07-2017

ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში შუახნის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა. 

მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილის მეუღლე საზღვარგარეთ იმყოფება, მამაკაცი კი სახლში მარტო ცხოვრობდა. მათივე ცნობით, შუახნის მამაკაცი ორი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა, რის გამოც მათ პოლიცია და სამაშველო სამსახური გამოიძახეს. 

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.