![ევროკავშირი ამერიკის შეერთებული შტატების გეგმების გამო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირი ამერიკის შეერთებული შტატების გეგმების გამო შეშფოთებას გამოთქვამს](http://presa.ge/img/multimedia/a69318.jpg)
ევროკავშირი ამერიკის შეერთებული შტატების გეგმების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
17:04:58     26-07-2017
ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს, ამერიკის შეერთებული შტატების გეგმებზე, რომლის მიხედვითაც ის რუსეთთან ახალი სანქციების დაწესებას აპირებს.
ევროკომისიამ გაფრთხილება გაახმაურა მას შემდეგ, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა, ხმა მისცეს ახალ კანონპროექტს სანქციების შესახებ.
კანონპროექტი სავარაუდოდ, აშშ-ს პრეზიდენტის იმედებს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით გაართულებს.იგი მიზნად ისახავს რუსეთის დასჯას, აშშ-ის არჩვნებში სავარაუდო ჩარევის გამო.
განცხადებაში, კომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა: „ შესაძლოა, სანქციების დაწესებამ გაუთვალისწინებელი ცალმხრივი ეფექტი გამოიწვიოს, რაც გავლენას მოახდენს ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების ინტერესებზე".
კანონმდებლობა, რომელიც ასევე შეიცავს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო ტესტებზე, ჯერ უნდა გაიაროს აშშ-ს სენატში, შემდეგ კი გადაეგზავნოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად.
ჯერჯერობით გაურკვეველია გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს უფლებას ამ შემთხვევაში.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, გააკრიტიკა კანონპროექტი და განაცხადა, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები, საწარმოო პოლიტიკის განხორციელებას სანქციების საფრთხის ქვეშ აყენებენ.