ოთარ კახიძე 500 ლარით დაჯარიმდა და 1 თვით იარაღის ტარება აეკრძალა

  14:32:11     26-07-2017

„ევროპული საქართველოს“ წევრი, პარლამენტარი ოთარ კახიძე აქციაზე იარაღის ტარების გამო 500 ლარით დაჯარიმდა. მოსამართლე ნინო ყანჩაშვილის გადაწყვეტილებით მას იარაღის ტარება 1 თვის ვადით აეკრძალა. 

ოთარ კახიძე მოსამართლის გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს. როგორც მან მოსამართლეს განუმარტა, ის თავდაცვის მიზნით იარაღს საკმაოდ ხშირად ატარებს.

„2016 წლის 3 დეკემბრიდან ვატარებ იარაღს იმის გამო, რომ ჩვენს რეალობაში, განსაკუთრებით ოპოზიციონერები არ არიან დაცული თავდასხმებისგან, მაგალითისთვის კორცხელის ინცინდენტიც საკმარისია“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისი განცხადებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ის მოუწოდებს ყველას, შეკრებისა და მანიფესტაციების ადგილზე იარაღის ტარებისგან თავი შეიკაონ.