წაღვერში, არჯევანიძის ტყეში ხანძარია

  13:58:29     26-07-2017

წაღვერში, არჯევანიძის ტყეში ხანძარია. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი დაახლობით 1000 კვ. მ-ზე, ჩახერგილ ხეებს უკიდია.

საგანგებო სიტუაციების სამასახურში ამბობენ, რომ ხანძარი სულ უფრო ძლიერდება. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბირგადები, რომელთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. 

ტყისკენ მიფრინავს სასაზღვრო პოლიციის ვედრტმფრენი.