რექს ტილერსონი თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს

  10:44:24     26-07-2017

გუშინ წყაროზე დაყრდნობით, ტელეკომნანია CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან წასვლას ტრამპთან უთანხმოების გამო აპირებდა, თუმცა სახელმწიფო მდივნის პრესსამსახურის განცხადებით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ის ფაქტი, რომ ტილერსონს თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან უთანხმოება აქვს დასტურდება, მაგრამ როგორც ტილერსონი აცხადებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამდებობიდან გადავდგეო.
სახელმწიფო მდივანმა , პრეზიდენტის საჯარო გამოსვლას ჯეფ სეშენეთან დაკავშირებით არაპროფესიონალური უწოდა.
შეგახსენებთ, რომ რექს ტილეროსნმა ამერიკის სახელწმიფო მდივნის პოსტი ტრამპის ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში დაიკავა.