„ვითარების შესაძლო გამწვავებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ქართულ მხარეს ეკისრება“
16:38:21     25-07-2017
საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო აქტივისტების მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ აქცია-პატრულირებას ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა გამოეხმაურა.
„დღეს დაანონსებული აქციის მსგავსი ღონისძიებები საზღვრისპირა რაიონებში არის ძალიან სახიფათო, რადგან მათ შესაძლოა, პროვოკაციული ქმედებები ახლდეს, რასაც ვითარების გამწვავება მოყვება. თუ ასე მოხდა, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება ქართულ მხარეს, რადგან ისინი არ ცდილობენ ასეთი აქციების აღკვეთას“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ე.წ. სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა.
მისივე თქმით, აქცია „პროპაგანდული პროვოკაციის სცენარს“ ჰგავს და იმ „დესტრუქციული მიტინგების გაგრძელებაა“, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიმართა საოკუპაციო ხაზთან.