ახალციხეში ქმარმა ცოლი დაჭრა

  16:17:54     25-07-2017

ახალციხეში ქმარმა ცოლი დაჭრა. როგორც გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ იუწყება, 31 წლის ქალს ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული.

სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულს ადგილზე სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს და შემდეგ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე, მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო: 111 - 117-ე, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე, რაც ცეცხლსასროლი აირაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებას გულისხმობს.