სტატია BBC-ის მომავლის ისტორიიდან, ექსტრავერტი და ინტროვერტი ადამიანების შესახებ

  11:03:02     24-07-2017

"შეარჩიეთ სიტყვები ყურადღებით" - არსებობს მტკიცებულება, რომ ჩვენი პიროვნება წერილობითია, ანუ პირდაპირ თქმას გვირჩევნია საკუთარი აზრი წერილობით უფრო კარგად გადმოვცეთ.

არსებობენ ექსტრავერტი ან ინტროვერტი ადამიანები, ექსტრავერტი- ეს პიროვნების ტიპია, რომელიც ორიენტირებულია გარე სამყაროზე.

ინტროვერტი კი გახლავთ ადამიანი, რომლის სოციალურ-ფსიქოლოგიური წყობა ხასიათდება შინაგან სამყაროზე კონცენტრაციით, ჩაკეტილობით. თავიანთ ინტერესებს თვლიან ყველაზე მნიშვნელოვნად, აძლევენ მაღალ შეფასებას. ახასიათებთ სოციალური პასიურობა და თვითანალიზი.
ამ ორი კატეგორიის ადამიანები, ასევე იყენებენ ენის განსხვავებულობას. რამდენიმე წლის წინ, მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ექსტრევერტის ენა უფრო აბსტრაქტული იყო, ხოლო ინტროვერები უფრო კონკრეტულ პირობებში საუბრობდნენ.

ყოველივე ამას ფსიქოლოგიური აზრი აქვს. ექსტრევერტები უფრო მეტად სვამენ, სძინავთ და რისკავენ, ვიდრე ინტროვერტები.

2010 წელს გერმანიის ფსიქოლოგთა გუნდმა, 100 სტუდენტს უთხრეს ოთხი სიტყვა, (ავიაკატასტროფა,ფეიერვერკი, შუა საუკუნეები და სუპერმარკეტი), შემდეგ მათ სთხოვეს ამ სიტყვებისგან შეექმნათ მოკლე ამბავი. ღიად მოაზროვნე მონაწილეებმა, წარმოადგინეს უფრო შემოქმედებითი მოთხრობები, სხვების კი უფრო პრო-სოციალურ ხასიათს ატარებდა.

როდესაც ექსტრავერტები ერთმანეთთან საუბრობენ, მათი საუბარის თემა ფართო სპექტრს მოიცავს, ისინი უფრო სასიამოვნო ამბებს განიხილავენ. მაგალითად: "მე მიყვარს სირბილი" და "რა მშვენიერი დღეა“ და ა.შ.
ექსტრავერტები ამბობენ: "ჩვენ ძალიან ბედნიერი ვართ".