აღმაშენებლის გამზირზე აქციის დროს მოქალაქის დაშავების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

  10:10:02     24-07-2017

აღმაშენებლის გამზირზე ახალგაზრდა ქალის დაშავების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. 

ქალბატონი, რომელიც „ევროპული საქართველოს“ მსვლელობაში მონაწილებდა, სავარაუდოდ ბოთლი ესროლეს, საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია. აქციის მონაწილეს ტვინის შერყევა დაუდგინდა. 

„ეს არის შედეგი იმისა, რომ ხელისუფლება იყენებს მოძალადეებს და ზოგადად, ეყრდნობა ამ მოძალადეებს. თუმცა, ყველამ ძალიან კარგად დაინახა, რომ ჩვენ ძალიან მშვიდობიანად, მტკიცედ და პრინციპულად გავიარეთ აღმაშენებელზე, „არა“ ვუთხარით ფაშიზმს, ძალადობას. ვერანაირი ხელისუფლების დაგეგმილი პროვოკაცია ვერ წამოგვაგებს ჩვენ იმაზე, რომ დაპირისპირება მოხდეს. სწორედ ეს არის რუსეთის ინტერესი და ჩვენ არ ვითარ შემთხვევაში ამ ძალადობაში არ ჩავეფლობით“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

აქციის დროს დაშავდა კიდევ ერთი ქალბატონი, რომელსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცნო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა.