გორში მე-5 სართულიდან ბავშვი გადმოვარდა

  14:07:30     22-07-2017

გორში, სტალინის ქუჩაზე, 6 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. 

ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.