თურქეთში მიწისძვრის შედეგად 360-მდე ადამიანი დაშავდა

  16:47:21     21-07-2017

თურქეთში მომხდარი  მიწისძვრის შედეგად 360-მდე ადამიანი დაშავდა, ზოგი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

თურქეთის სანაპიროებთან ეგეოსის ზღვაში  6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

სეისმოლოგების ცნობით, ეპიცენტრი საკურორტო ქალაქ ბოდრუმიდან 10 კილომეტრის და საბერძნეთის კუნძულ კოსიდან 16 კილომეტრის მოშორებით მოხდა. საბერძნეთში მიწისძვრის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.

მიწისძვრის სიმძლავრემ ცუნამიც გამოიწვია.