ინდოეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

  17:16:53     20-07-2017

ინდოეთში ახალი პრეზიდენტი, ნათხ კოვინდი  აირჩიეს. მისი კანდიდატურა მმართველმა  „სახალხო პარტიამ“ წარადგინა. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა  წევრთა ხმების 65% მიიღო. 
ის  ინდოეთის რიგით მე-14 პრეზიდენტი გახდა. 

ინდოეთში პრეზიდენტს ამომრჩეველთა კოლეგია ირჩევს, რომელიც პარლამენტისა და შტატების საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებისგან შედგება.  არჩევაში მონაწილეობა ჯამში 4896 წევრმა მიიღო. 

ინდოეთის კანონმდებლობის თანახმად, პრეზდენტი 5 წლით ირჩევა, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, პრემიერ-მინისტრის, შტატების გუბერნატორების, მინისტრთა კაბინეტის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის დანიშვნის შესახებ. 
მიუხედავად ამისა, რეალური ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის ხელშია.