აშშ-ის სენატში 155 დემონსტრანტი დააკავეს

  15:14:40     20-07-2017

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის სენატის შენობაში 155 დემონსტრანტი,  45 სხვადასხვა წერტილში დააკავეს, - ამის შესახებ  ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია  ადასტურებს.

საპროტესტო აქციების 300-მდე მონაწილე, Obamacare-ის ჯანდაცვის რეფორმის გაუქმებას აპროტესტებდნენ.   
პროტესტი იმ ფაქტმა გამოიწვია, რაც გაირკვა, რომ   Obamacare-ის გაუქმება მილიონობით ადამიანს დაზღვევის გარეშე დატოვებს. 

დონალდ ტრამპის  განცხადებით, Obamacare-ის გაუქმებამდე და ჯანდაცვის ახალი კანონპროქტის დამტკიცებამდე სენატში საზაფხულო არდადეგები არ უნდა დაიწყოს.  მისივო თქმით, კანონმდებლებმა დანაპირები უნდა შეასრულონ. 

შეგახსენებთ, რომ 4 მაისს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პროგრამა Obamacare გააუქმა და ახალი პროგრამის მიღებას მისცა ხმა.