ჟურნალისტის დაშინების მცდელობა მოსკოვში - დაშავებულია 8 ადამიანი

  13:20:57     20-07-2017

მოსკოვში რუსი ჟურნალისტის, იულია ლატინინას საცხოვრებელ სახლზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ცნობით, უცნობმა პირებმა ჟურნალისტის სახლთან დაუდგენელი შემადგენლობის გაზი გაუშვეს.

იულია ლატინინას თქმით, შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაშავდა.

ჟურნალისტი მომხდარს მისი დაშინების მცდელობად აფასებს, თუმცა პოლიციისთვის მიმართვას არ აპირებს.