შავი მოცხარის მურაბა
10:13:43     05-05-2011
მასალა:
შავი მოცხარი - 1 კილოგრამი
შაქარი - 1,5 კილოგრამი
წყალი - 1 ჩაის ჭიქა
მურაბის ტაშტში ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ შაქრის ფხვნილი და მოვხარშოთ სქელი სიროფი. ჩავყაროთ შიგ გადარჩეული, გარეცხილი მოცხარი და ადუღდება თუ არა, დავუკლოთ ცეცხლი და ნელ ცეცხლზე ვადუღოთ ერთ საათამდე.