ტრამპი პუტინთან მეორედ შეხვედრის დეტალებს იხსენებს
13:12:32     20-07-2017
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მეორე, არაოფიციალური შეხვედრის დეტალები გაიხსენა და მათზე განმარტება გააკეთა.
ტრამპი აცხადებს, რომ დიდი ოცეულის სამიტზე, სახელმწიფო ლიდერების ვახშმის დროს, შეხვედრა რუს კოლეგასთან მხოლოდ 15 წუთს გაგრძელდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ვახშმის დროს მისი მეუღლე პუტინის გვერდით, მაგიდის მეორე ბოლოში იჯდა.
„მე მელანიასთან მისასალმებლად მივედი და სანამ იქ ვიყავი, პუტინსაც გავესაუბრე“, - განაცხადა ტრამპმა. მისივე თქმით, არაფორმალური საუბარისას მან პუტინთან შვილად აყვანასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილა.
აღსანიშნავია, რომ ორი ზესახელმწიფოს, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრა 30-წუთიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის 2 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა, ორი დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ჰამბურგში, "დიდი ოცეულის" სამიტზე აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები, ოფიციალური ორსაათიანი მოლაპარაკების გარდა, ერთმანეთს არაოფიციალურადაც შეხვდნენ. ამის შესახებ თეთრმა სახლმა განაცხადა. მეორე საუბარი ტრამპს და პუტინს შორის სახელმწიფოს მეთაურების ვახშამზე, ხანგრძლივი შეხვედრიდან რამდენიმე საათში გაიმართა.