![„მე დავბრუნდები“,- ჯონ მაკკეინს გამოჯანმრთელების იმედი აქვს „მე დავბრუნდები“,- ჯონ მაკკეინს გამოჯანმრთელების იმედი აქვს](http://presa.ge/img/multimedia/a69094.jpg)
„მე დავბრუნდები“,- ჯონ მაკკეინს გამოჯანმრთელების იმედი აქვს
12:19:23     20-07-2017
„რესპუბლიკელ“ სენატორს ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. მაკკეინს გამოჯანმრთელების იმედი აქვს. „მე დავბრუნდები სამსახურში, როგორც კი გამოვჯანმრთელდები“-განაცხადა მან.
სენატორი ჯონ მაკკეინის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, მიტჩ მაკკონელი და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოეხმაურნენ.
ბარაკ ობამას თქმით, ჯონ მაკკეინი ამერიკის უდიდესი გმირია. „სიმსივნემ არ იცის, ვის შეეჭიდა. მიდი, ჯონ, დაანახე მაგას ვინ ხარ“, - წერს ბარაკ ობამა.
„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა კი აღნიშნა, რომ ჯონ მაკკეინს ბრძოლაში უკან დახევა არ სჩვევია და იგი დარწმუნებულია, რომ ამ მძიმე განსაცდელსაც გაუმკლავდება.
მაკკეინის ავადმყოფობის ამბავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა და მას გამოჯანმრთელება უსურვა.
„სენატორი ჯონ მაკკეინი ყოველთვის მებრძოლი ხასიათით გამოირჩეოდა, მე და მელანია ჩვენი აზრებითა და ლოცვებით სენატორ მაკკეინთან და მის ოჯახთან ერთად ვართ. მალე გამოჯანმრთელდი“, - ნათქვამია დონამლდ ტრამპის განცხადებაში.
ონკოლოგიური დაავადება მაკკეინს ერთი კვირის წინ თვალზე ჩატარებული ოპერაციის დროს აღმოუჩინეს. ექიმების ინფორმაციით, ჯონ მაკკეინის მკურნალობის კურსი სხივურ თერაპიას და ქიმიოთერაპიას ითვალისწინებს.
გლიობლასტომა ავთვისებიანისიმსივნეა. ის თავისა და ზურგის ტვინის ქსოვილებში ყალიბდება. გლიობლასტომას აღმოჩენის შემდეგ პაციენტების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, მკურნალობის შემთხვევაში დაახლოებით 14 თვეა.