ჩილეში შესაძლოა აბორტის ცალკეული შემთხვევები ნებადართული გახდეს
18:13:15     19-07-2017
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩილეში შესაძლოა ცალკეულ შემთხვევებში აბორტი ნებადართული გახდეს, შესაბამისად მკაცრი რეგულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით შემსუბუქდება.
ჩილელმა სენატორებმა ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.
კანონპროექტის მიხედვით, აბორტი ნებადართული იქნება გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობისას, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის გამო დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ან მშობიარობისას ნაყოფის გადარჩენის შანსი მინიმალურია.
ამჯამინდელი მდგომარეობით კი, აბორტის გამო ჩილელი ქალი შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს.
ჩილეს პარლამენტში კანონპროექტის ინიცირება 2 წლის წინ მოხდა, თუმცა მაშინ პროექტს ბევრი მოწინააღდეგე გამოუჩნდა, მათ შორის განსაკუთრებით კათოლიკური ეკლესია აპროტესტებდა.